en
ge

პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთი. 20 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია: „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება" .
პროექტის მიზანია ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება. აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა უმაღლესი განათლების სარეფორმო პროცესებში.
შეხვედრა პროექტის პრეზენტაციით დაიწყო. დისკუსია ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პედაგოგები, სტუდენტები,
პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება", 2013 წელს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)