აჭარა. 17 -23 სექტემბერი, ბათუმის კინოთეატრი „აპოლო” და სასტუმრო "Radisson Blu” მასპინძლობს საერთაშორისო საავტორო კინო ფესტივალს, სადაც წარმოდგენილია ფილმები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. BIAFF-ის ფარგლებში ახალგაზრდა კინომოყვარულებს ეძლევათ საშუალება დაესწრონ მსოფლიო დონის კინორეჟისორების მასტერკლასებს.
21 საქტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ნაჩვენები იქნა პიეტრო მარჩელოს ფილმი _ ”The Silence of Peleshian”. ჩვენების შემდეგ უშულაოდ პიეტრო მარჩელომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასი კადრების ორგანულად გადაბმის თაობაზე