en
ge

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. „სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში დღემდე არსებული ძლიერი სტიგმა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და დაუნის სინდრომთან დაკავშრებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას, მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ...მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა", ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიუწოდებს სახელმწიფოს განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დაბადებისთანავე მიენიჭოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად „ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა მიაღწიონ თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას, რათა შესძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა".
სრულად
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)