იმერეთი. 21 მარტს ქუთაისის N1 და N 31 საჯარო სკოლებში გაიმართა დისკუსიები. კერძოდ, N1 სკოლაში ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებსა და გამოწვევებზე, ხოლო N31 სკოლაში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ. აღნიშნულ დისკუსიებს უძღვებოდნენ პროექტის „გააგრძელე დისკუსიის" პირველი ეტაპის მონაწილეები, რომლებიც კონკრეტულ სფეროშო მოღვაწე ექსპერტების მიერ გადამზადნენ ამ თემებთან დაკავშირებით.
საერთო ჯამში ჩატარდება 10 დისკუსია ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში. დისკუსიები ტარდება პროექტის „გააგრძელე დისკუსიის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანზიაცია „იმპულსი 91" ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.