en
ge

„ტოლერანტობის კულტურის დანერგვა...“

იმერეთი. 20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა საჯარო ლექციას თემაზე: „ტოლერანტობის კულტურის დანერგვა და ეთნიკური უმცირსობების მდგომარეობა ქართულ საზოგადოებაში", რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი უძღვებოდა.
საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია ეთნიკური მრავალფეროვნების და სამოქალაქო ინტეგრაციის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების, ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ.
მომხსენებელმა ახალგაზრდებს ესაუბრო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემები, ეთნიკური ერთობები და მათი ინტეგრირებულობის ხარისხი, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლება საქართველოში, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა უმცირესობებთან მიმართებაში, სახელმწიფო მმართველობის და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობისა და მონაწილეობის ხარისხი, უმცირესობებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ფართო რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში, სამოქალაქო ერთობის განვითარება, ქვეყნის სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სამართლებრივი კუთხით ინტეგრაციაზე მიმრთული პოლიტიკის ფორმირება, კულტურათშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის კლიმატის შექმნა და სხვა.
საჯარო ლექცია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)