კახეთი. სამოქალაქო ინიციატივა და სათემო განვითარების კავშირი „ნუკრიანი" იწყებენ კოალიციური ახალი პროექტის განხორციელებას – „ჩემი სოფელი". პროექტის მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და სათემო განვითარების ცენტრი. პროექტის მიზანია შეიმქნას სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკა და მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მუნიციპალიტეტეტის წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების გაზრდა მოსახლეობის წინაშე.
ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორები გეგმავენ მოსახლეობის ინფორმირებას: უფლებებისა და პრობლემების იდენტიფიცირების შესახებ. და ასევე ადვოკატირების პროცესების დაწყება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში