აჭარა. 13 მარტს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კახაბრის №25 სკოლაში ჩაატარეს თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი თემაზე: ქალთა უფლებები და ნაადრევი ქორწინება.
მონაწილეები დასაწყისში გაეცნენ ცენტრის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია როგორც პროექტის, ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის შესახებ. შემდგომ ისინი გაეცნენ ქალთა უფლებებს, ისაუბრეს ფემინიზმზე, სტერეოტიპებზე, ნაადრევ ქორწინებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე.
ტრენინგები გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში