იმერეთი. 21-23 სექტემბერს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში ვიზიტად იმყოფებოდნენ მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრები. ისინი ეწვივნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს და ბავშვებს წიგნები გადასცეს საჩუქრად. ასევე, გაცვლით პროგრამის მონაწილეებისთვის გაიმართა ტრენინგ-კურსი აქტიური მოქალაქეობის და სამოქალაქო ინტერესების დაცვის საკითხებზე, სადაც მონაწილეები მსჯელობდნენ აქტიური მოქალაქეობაზე, ლიდერობაზე, სამოქალაქო ინტერესების დაცვაზე, ახალგაზრდული სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე და ა.შ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე მოეწყო ფილმის „სიყვარულის სახელით" ჩვენება და განხილვა. ახალგაზრდება იმსჯელეს ინკლუზიური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე და შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. 23 სექტემბერს ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს აქციას სახელწოდებით „ჩვენ ტოლერანტულები ვართ".
გაცვლით პროგრამაში დაგეგმილ აქტივობებში სულ 30 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
წყარო: kedec.ge