იმერეთი. 24 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა დისკუსია – „გარდაუვალი არჩევანი 2012". საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინოვაციური ზონის" ორგანიზებული დისკუსიის მიზანი იყო ისეთ თემატიკაზე დისკუსია, როგორიცაა წინასაარჩევნო პერიოდის ანალიზი, დაკვირვება და შეფასება პოლიტიკური კამპანიების, პარტიების, კოალიციების, მათი რიტორიკა, ასევე სლოგანების შინაარსი, აქცია კონცერნტების ესთეტიკა და ფორმა. შეხვედრა–დისკუსიაზე წარდგნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი თემით – წინასაარჩევნო ეკლეკტიკა, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე – ქსენოფობია წინასაარჩევნო დაკვეთა თუ ინდოქტრინაცია და პოეტი გიორგი ხასაია – პეპელა და ტანკი – ფარფატი ოკუპაციის წინააღმდეგ. დისკუსია ასევე შეეხო გლდანის საპატიმროში არასათანადო მოპყრობის გარემოებებსაც.