იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი” დაინტერესებულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ახალაგაზრდებს იწვევს ლეინ კირკლანდის სასწავლო პროგრამის კონსულტანტთან შეხვედრაზე, სადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებზე იქნება საუბარი.
ლეინ კირკლანდის პროგრამა საშუალებას აძლევს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებს ისწავლონ პოლონეთში. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და ყველა მსურველს პოლონეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეუძლია ისწავლოს.
შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს, 18:00 საათზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში