en
ge

დისკუსია - „სიძულვილის ენა უნივერსიტეტში“

იმერეთი. 26 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა დისკუსია თემაზე: „სიძულვილის ენა უნივერსიტეტში". დისკუსიას უძღვებოდა სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი „რეაქტორის" წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სიძულვილის ენის პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისათვის.
შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღების საფუძველი გახდა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში მომხდარი დისკრიმინაციული შემთხვევები. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლებრივ რეგულაციებზე და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
დისკუსია გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)