აჭარა. 27 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. მომხსენებლებმა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრეს, სადაც აქცენტი ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და საქართველოში არსებულ სტატისტიკაზე გაკეთდა. ასევე, საუბარი იყო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე და გავრცელებულ სტერეოტიპეპზე, რომელიც ოჯახური ძალადობის ფაქტების რიცხვის შემცირებას უშლის ხელს. შეხვედრას ესწრებოდნენ, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები, იურისტები, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.