en
ge

თეატრის მსოფლიო დღე „ორტუსში“

სამეგრელო. 27 მარტს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდულმა ცენტრმა „ორტუსმა" თეატრის მსოფლიო დღე აღნიშნა. ცენტრის წევრები ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის დასს ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია თეატრის ისტორიის შესახებ, მსახიობებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, თუ რას ნიშნავს იყო მსახიობი, ასევე რას გეგმავს თეატრი სამომავლოდ, და როგორ უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები თეატრის საქმიანობაში. აქტივობა ჩატარდა პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)