en
ge

„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - დისკუსია საგარეჯოში

კახეთი. საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია - „გავუფრთხილდეთ დედამიწას" - გაიმართა. 
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატური ცვლილებების, გლობალური დათბობისა და გარემოსდაცვის საკითხებზე წარმოადგენდა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის ,,ეკოხედვას" წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ენერგოეფექტურობის, მყარი ნარჩენების მართვის, წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების თემებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023