en
ge

დისკუსია თემაზე „სუიციდი მოზარდებში“

გურია. 28 მარტს ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა თემაზე „სუიციდი მოზარდებში". დისკუსია სამოქალაქო კლუბ „თემიდას" წევრი მოსწავლეების ორგანიზებით მოეწყო და მას კლუბის მეურვე პედაგოგი უძღვებოდა. მოსწავლეებმა წინასწარ ჩაატარეს კვლევა ადგილობრივ თემში და მოიკვლიეს ოზურგეთელი მოსახლეობის შეხედულება სუიციდის შესახებ. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სოციალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მოიძიეს სტატისტიკური ინფორმაცია სუიციდის შემთხვევების სიხშირეზე. შეხვედრაზე მოეწყო მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია, წარიმართა დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და ფსიქოლოგი, რომლებმაც მოსწავლეებს კომპეტენტური რჩევები მიაწოდეს, ისაუბრეს მიზეზებზე, გამოსავალზე, პრევენციის გზებზე.
შეხვედრას დაესწრო მოსწავლეები სამოქალაქო კლუბიდან, სასულიერო პირები, ფსიქოლოგი, დირექტორები და მასწავლებლები სხვადასხვა სკოლებიდან, წარმომადგენლები საგანამანათლებლო რესურსცენტრიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიდან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)