სამცხე-ჯავახეთი. 28 მარტს, ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირში, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამართა დისკუსია ჟურნალისტებისათვის დისკრიმინაციის აკრძალვის, ქვეყანაში არსებულ და საერთაშორისო სტანდარტებზე; ასევე ტოლერანტობის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემებზე.
დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ახალციხის მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ახალციხის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.
დისკუსიის მსვლელობისას ისაუბრეს თანასწორობისა და ტოლერანტობის საკითხებზე, რეგიონში არსებულ მრავალფეროვნებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. გასულ წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე და ტოლერანტობის კუთხით ქვეყნაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.
წყარო:gdi.ge