თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა" სოციალურ ქსელ Facebook-ში 19 სამთავრობო უწყების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური გვერდის მონიტორინგი განახორციელა.
ივლისიდან მონიტორინგი უტარდებოდა სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდებზე ყოველდღიურად განთავსებულ ინფორმაციას. ანგარიშში კი მოცემულია 31 აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელში გაზიარებულ „პოსტებთან" დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.
კვლევა განხორციელდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) - ფარგლებში.
წყარო: idfi.ge