თბილისი. მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით მაისში იგეგმება ღონისძიება, რომელიც გათვლილია თბილისში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის. აქტივობის შესახებ, 6 აპრილს გაიმართება საინფორმაციო თემატური შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების თვითმმართველობის თავმჯდომარეებისათვის.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ბმული
https://docs.google.com, რის შემდეგაც პირადი საკონტაქტო საშუალებებით მიიღებენ ინფორმაციას შეხვედრის დროსა და ადგილის შესახებ.
საკონტაქრო ინფორმაცია: მობ: +995 574 777 889; +995 558 309 300, ელ-ფოსტის მისამართი: info.sydc@yahoo.com
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში