აჭარა. 31 მარტს, აჭარის განათლებისა, სპორტისა და კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „აბროგაციამ" აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - ,,უკეთესი მომავლისათვის მისია - საუკეთესო იურისტები’’. პროექტში ჩართულნი იყვნენ სამართალმცოდნეობის სტუდენტები, პროექტი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების გზით, იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული განათლების მიღებას. პროექტის დასრულების შემდგომ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.