en
ge

ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნების ფორუმი კლიმატური ცვლილების შესახებ

თბილისი. 26-27 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უმასპინძლა ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნების ფორუმს კლიმატური ცვლილების შესახებ, რომელიც თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
ფორუმი მიზნად ისახავდა ქსელში არსებულ ყველა ქვეყანას წარმოედგინა კლიმატური ცვლილებების მოწყვლადობის შეფასების ანგარიში, რათა ერთობლივად მომხდარიყო მიღებული რეკომენდაციების განხილვა და შედეგების გაცნობა მონაწილეებისთვის.
ფორუმს ესწრებოდნენ კლიმატური ცვლილებების სფეროში მომუშავე ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნული ანგარიშის შემუშავებაში. კონფერენციას დაესწრო სამოქალაქო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის - მთავრობისა და სამეცნიერო დაწესებულებების და ასევე რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)