თბილისი. საჯარო მმართველთა ინსტიტუტმა „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" აგრძელებს სემინარებს „რა არის საჯარო მმართველობა?". 1 აპრილს, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა სემინარი.
სადაც მოსწავლეებმა გაეცნენ და მიიღესინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის ალტერნატივების, მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე თეორიების შესახებ. მოსწავლეები აგრეთვე აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოებში. საჯარო მმართველთა ინსტიტუტი მსგავსი სემინარების ჩატარებას სხვა სკოლებშიც გეგმავს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში