გურია. 1 აპრილს, ოზურგეთში, კინოს მიმდებარე ტერიტორიაზე , ჭადრების ბაღში უცხოელმა მოხალისეებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთიდან ოზურგეთში მყოფი 20-მდე მოხალისე უცხოელი, ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მოეწოდებდნენ აქციის მხარდაჭერისაკენ.
მოხალისეებმა უკრაინელ ხალხს თავიანთი მხარდაჭერა ანთებული სანთლებით, უკრაინული დროშებითა და ლოზუნგებით გამოხატეს: „უკრაინელმა ხალხმა დაუმტკიცა მთელს მსოფლიოს, რომ ისინი გმირები არიან", „ჩვენ გვიყვარს უკრაინა და იმედი გვაქვს ისინი გონივრულად გადაწყვეტენ პრობლემებ" და ა.შ. მშობლიურ ენაზე გაკეთებული მსგავსი ტიპის წარწერები დატოვეს აქციის მონაწილეებმა განცხადებებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბანერზე.
აქციას ოზურგეთელებიც შემუერთდნენ, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ისინი სპეციალურ ბანერზე, სადაც ერთობის და მშვიდობის შინაარსის აღმნიშვნელი ნახატები იყო გადმოცემული, ხელწერებით გამოხატავდნენ. აქციაზე რამდენიმე უკრაინელი ტურისტიც იმყოფებოდა.
ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ეგიდით უცხოელი მოხალისეები ოზურგეთში 6 თვეა ცხოვრობენ და ოზურგეთელ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებენ.