en
ge

მემორანდუმი ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან

იმერეთი. 1 აპრილს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეების თანამშრომლობა მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაწევრიანებული შშმ და სოციალურად დაუცველი პირების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ასევე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მოკვლეული სიებიდან აღნიშნული პირების ჩართულობას კულტურულ პროგრამებში.
თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაადგენს შშმ და სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებებს, კულტურულ პროგრამებში მონაწილეობის კუთხით და უზრუნველყოფს მათ დასწრებას თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებზე და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, თეატრი გამოყოფს სპექტაკლებზე და სხვა ღონისძიებებზე.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)