en
ge

პირველი დახმარების „ქუჩის აქცია“

თბილისი. წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით პირველი დახმარების „ქუჩის აქცია” გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო პირველი დახმარების შესახებ ადამიანების ცოდნის ამაღლება.
აქციის განმავლობაში მოხალისეებმა, თბილისის პირველი დახმარების გუნდის წევრებმა, დაარიგეს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ლიფლეტები და მოაწყვეს მცირე სიმულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სიმულაციების დასასრულს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისებმა შეკრებილებს აუხსნეს, თუ როგორ უნდა მოიქცენ მსგავს შემთხვევებში. გარდა ამისა, მულაჟის გამოყენებით გამართეს პირველი დახმარების ღონისძიებების ახსნა-დემონსტრირება და დამსწრეებს მისცეს საშუალება პრაქტიკულად განეხორციელებიათ სარეანიმაციო ღონისძიებები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023