აჭარა. 2 აპრილს, ბათუმის პრესკაფეში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მოხალისე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის მხრივ აჭარის მაღალმთიანეთში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებული სიუჟეტი აჩვენეს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიუჟეტი და დისკუსია გაიმართა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია".
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის" (NED) მხარდაჭერით.