თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლემენტის შესარჩევი კომისია მუშაობას 4 აპრილს 18:00 საათზე დაასრულებს. გასაუბრების ეტაპზე 300-მდე აპლიკანტი გადავა. „ყველა ახალგაზრდა,რომელმაც შეიტანა განაცხადი „2014 წლის მოწვევის" ფარგლებში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს შესაბამის წერილს შედეგებთან დაკავშირებით 5, ან 6 აპრილს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში