კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის განვითარების ცენტრის პროექტის, ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა", ფარგლებში ჩართული კახეთის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსაწავლეები სოფელ საბათლოს სკოლას ესტუმრნენ.
მერი პაპუნაშვილი, პროექტის კოორდინატორი: ,,საბათლოს საჯარო სკოლა ჩართულია ჩვენს პროექტში, იგი მდებარეობს სასაზღვრო ზოლში და გზის პრობლემის გამო ისინი აქტიურად ვერ ახერხებენ პროექტში მონაწილეობას. შეხვედრა თავდაპირველად საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების გაცნობით დაიწყო. შემდეგ მოსწავლეები ესტუმრნენ სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივ პოსტს, მოინახულეს საქართველო–აზერაიჯანის მწვანე საზღვარი, გაესაუბრენენ მესაზღვრეებს, გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპს და ისაუბრებს მესაზღვის პროფესიაზე".