თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა მიხეილ კუკავას – „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლების შესახებ".
„საზოგადოებრივი აზრის ჩვენი ბოლო მასშტაბური კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების მიმართ ნდობა და მათ შესახებ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობა რჩება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა ⅓-ზე მეტი ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, რაც, მოსახლეობის ამ საკმაოდ დიდი ნაწილის აშკარად ჯანსაღი მიდგომაა", ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: transparency.ge