თბილისი. 5 აპრილს, ვაკის პარკში, პარტიზანი მებაღეებისა და ცხოველთა უფლებების კომიტეტის ორგანიზებით, უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოეწყო შეფარებულ ცხოველთა შოუ, სადაც გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ. გასაჩუქებლად მოიყვანეს უსახლკარო ძაღლებიც. ვაკის პარკში შეკრებილი მხარდამჭერები ხელს აწერდნენ პეტიციას, რომლითაც ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ. პარტიზან მებაღეებს ერევნიდანაც შეუერთდნენ უფლებადამცველები.
წყარო:liberali.ge