იმერეთი. 4 აპრილს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში.
მხარეების თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ მხრივ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მოკვლეული სიების მიხედვით, უზრუნველყოფს ბავშვების ჩართულობას კულტურულ პროგრამებში. თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაადგენს შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებებს, კულტურულ პროგრამებში მონაწილეობის კუთხით და უზრუნველყოფს მათ დასწრებას თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში