en
ge

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კოალიციის შეხვედრა

აჭარა. 25 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში" ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. კოალიცია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა და მათი მთავარი მიზანია მედიცაციის გზით მოხდეს პაციენტისა და ექიმის სადავო ურთიერთობების დარეგულირება. შეხვედრაზე გაჟღერდა ადვოკატთა ქსელის შექმნის იდეა. ეს ადვოკატები სპეციფიკური მიმართულებით იმუშავებენ კერძოდ, ისინი კონსულტირებასა და ადვოკატირებას გაუწევენ ძირითადად ჯანდაცვის სფეროში შექმნილი პრობლემების მქონე ადამიანებს. ამ ადვოკატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები მედიაციაში.
პროექტი – „ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში მედიცაციის გზით" –ხორციელდება ფინდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)