იმერეთი. 20 და 21 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „როგორ ჩავატაროთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები". ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის სამიზნე სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. მონაწილეები გაეცვნენ კანონებს მოსწავლეთა თვითმმართველობის შესახებ, პრაქტიკულად გაიარეს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურები.
ტრენინგში 43 მოსწავლემ მიიღო მონაწილოება. მიღებული გამოცდილებით მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ თავიანთ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, რის მონიტორინგსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი განახორციელებს.
წყარო: kedec.ge