თბილისი. 7 აპრილს, საჯარო მმართველთა ინსტიტუტმა, „მრავალეროვანი საქართველო – დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" პარტნიორობით ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა სემინარი თემაზე „რა არის საჯარო მმართველობა?".
სემინარს უძღვებოდა საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი თეონა ლავრელაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის ალტერნატივების, მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე თეორიები. მოსწავლეები აგრეთვე აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოებში. საჯარო მმართველთა ინსტიტუტი მსგავსი სემინარების ჩატარებს სხვა სკოლებშიც გეგმავს, რათა ახალგაზრდების ცნობიერება ამაღლდეს საჯარო მმართველობის პროფესიის მიმართ.
წყარო:ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში