თბილისი. სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. „10 აპრილს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მოსახლეობას შეხვდა, რა დროსაც, სოფელს დაბალ სიმაღლეზე, ნელი ტემპით თვითმფრინავმა გადაუფრინა. გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გრძელდება მოსახლეობის დაკავება რუსი მესაზღვრეების მიერ. მსგავსი ინციდენტები მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს, რომელთა გადაჭრაც მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გალში, ინციდენტების პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის აღსადგენად; რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვასა და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:ombudsman.ge