en
ge

ეთნოსთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი უმცირესობებთან შეხვედრებს აგრძელებს.

კახეთი. ეთნოსთაშორისო თანამშრომლობის და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით ჩაატარა ოთხი საჯარო შეხვედრა . შეხვედრები გაიმართა კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში: სოფელ ყარაჯალაში (თელავის მუნიციპალიტეტი), სოფელ არხილოსწყაროში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სოფელ იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და სოფელ კაბალში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). 
შეხვედრისას ორგანიზაციის აქტივისტები ამომრჩევლებს ესაუბრნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობაზე და მოუწოდეს მათ აქტიურობისკენ. კახეთის სოფლებში შეხვედრების მეორე რაუნდი იგეგმება 28–29 სექტემბერს, სადაც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი ავტორიტეტული პირები მოუწოდებენ. 
სრულად
წყარო: acicc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)