ქვემო ქართლი. 10 აპრილს, სიქას ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი. მას ბანაკის მონაწილე 24 (მათ შორის 12 ქართული და 12 აზერბაიჯანული) სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეები, მოსწავლეები, პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებმა ტრენერებისა და ლიდერების ფასილიტაციით, მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, 10 პროექტი შექმნეს. რომელთაგან ბანაკის ფარგლებში 1300$ ოდენობის გრანტი გაიცა 7 პროექტზე. შედეგად ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეების ძალისხმევით თითო, თემისათვის მნიშვნელოვანი, პრობლემა მოგვარდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში