იმერეთი. 25 სექტემბერს „თაობათა დიალოგის” ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც წარადგინეს ლეინ კირკლანდის სახელობის სასწავლო პროგრამა. პროგრამის ქართველმა კონსულტანტმა დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის ეტაპები და პირობები.
ლეინ კირკლანდის სახელობის პროგრამის მეშვეობით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ პოლონეთში. პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და ყველა მსურველს პოლონეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეუძლია ისწავლოს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში