თბილისი. 12 აპრილს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მეტრომდე მსველელობა გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, კავშირი „საფარი", ასოციაცია „კამარა" და ამ საკითხით დაინტერესებული მოხალისეები.
აქციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის შეეხსენებინათ ის ვალდებულებები, რაც აქვთ ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების" მიმართ.
წყარო: ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში