სამცხე-ჯავახეთი. 26 სექტემბერს, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს ასპინძის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრობდნენ. კლუბის წევრებმა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს და მიიღეს კონსულტაცია თანადაფინანსების წერილების შედგენის და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის საკითხებზე.
მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდულ ცენტრში სისტემატური ხასიათი აქვს, რაც სამოქალაქო კლუბებში მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს.