აჭარა. 13 აპრილს „ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში" გაიმართა ვიქტორინა წიგნის კლუბში და ტრენინგი ფოტო და ვიდეოპროგრამების სწავლებაზე.
წიგნის კლუბში გამართული ვიქტორინის თემა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება იყო, სწორი პასუხების რაოდენობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ აკა მორჩილაძის, ჯინ ვებსტერის და ჩიპ და დენ ჰითების წიგნები.
ტრენინგის მიმდინარეობისას კი ცენტრის წევრები გაეცნენ სამონტაჟო პროგრამებს, შეისწავლეს ვიდეომონტაჟი, აგრეთვე ფოტოკოლაჟების შექმნა და ფოტოზე ლოგოს გადატანა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში