იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალ ცენტრ „თაობათა დიალოგში" პროგრამის „ღია თვითმმართველობა" ფარგლებში რიგით მე-9 შეხვედრა ადგილობრივი თითმმართველობის საჯარო მოხელის ფუნქცია-მოვალეობას დაეთმო.
როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე - ამ საკითხზე პროგრამის მონაწილეებს იურისტი ნანა ჩაფიძე ესაუბრა. შეხვედრაზე საჯარო მოსამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის ჭრილში განხილვის შემდეგ ასევე ისაუბრეს ზოგადად თვითმმართველობის არსა და პრინციპებზე.
სალექციო კურსის შემდეგ კი შეხვედრა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში