en
ge

პროექტი - სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა

თბილისი. „პირველი ნაბიჯი საქართველო" ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. პროექტში ჩართულია 6 საჯარო ბაღი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და მიზნად ისახავს, ხელის შეწყობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციასა და მათი ჩართულობის გაზრდას საჯარო ბაღებში.
პროექტის ფარგლებში, კენკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინკლუზიური განათლების ექსპერტმა, ჯენიფერ გიშამ ბრაუნმა ჩაატარა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტში.
ტრენინგის გავლის შემდეგ „პირველი ნაბიჯის" ადრეული განვითარების სპეციალისტები გადაამზადებენ საპილოტე პროექტში ჩართული ბაღების პედაგოგებს და გადასცემენ მათ მიღებულ ცოდნას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)