კახეთი. 14 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან (საქობო, ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ქვემო მაჩხაანი) შერჩეულ 18 ახალგაზრდას ჩაუატარა ტრენინგი თემაზე - თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის ფორმები.
როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს მათთვის ტრენინგი საინტერესო იყო, ერთ–ერთმა მათგანმა აღნიშნა: „მომეწონა დღევანდელი ტრენინგი იმიტომ, რომ გავიგე რა უფლებები მაქვს, როგორ გამოვითხოვო ჩემთვის საჭირო ინფომაცია, მომეწონა ფორმატი ტრენინგის.
ჩემი აზრით, კარგი იქნება ამგვარ ტრენინგებზე დასწრების საშუალება ჰქონდეთ სხვებსაც".
ღონისძიება გაიმართა კოალიციური პროექტის – „ჩემი სოფლის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა" და სათემო კავშირი „ნუკრიანი", აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და სათემო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.