თბილისი. ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წიგნის – „რწმენის თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორებმა ზაზა ვაშაყმაძემ და არჩილ მეტრეველმა ისაუბრეს რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების საკითხზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ავტორებმა მოიძიეს და თარგმნეს სხვა ქვეყნის კანონმდებლობა, საკითხი ეხება არა მარტო პიროვნების რწმენის თავისუფლებას, არამედ, რელიგიური ორგანიზაციების შექმნის, რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის წესს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში