სამცხე–ჯავახეთი. 14 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი 2014-ის შემაჯამებელი ფორუმი ჩატარდა. ფორუმზე ბანაკში შემუშავებული და დაფინანსებული 6 პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ სკოლებში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. ფორუმს ესწრებოდნენ ბანაკის მონაწილე პარტნიორი სკოლების 12 ქართული და 12 არაქართული სკოლის 48 მოსწავლე, პედაგოგები და საპროექტო ჯგუფების მხარდამჭერები.
ასევე მოეწყო ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში შექმნილი ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც სამოქალაქო კლუბებმა მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია წარმოადგინეს.