სამეგრელო. 14-15 აპრილს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ადამიანის უფლებები". შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ქვეყანაში არსებული პრობლემები და სხვა. ასევე, გაიმართა დისკუსია.
ტრენინგი გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბი ,,ორტუსი'', ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში