en
ge

ქარტიის განცხადება TV3-ის ჯგუფის დაკავებაზე

თბილისი. 15 აპრილს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების გამო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის წევრები ბელა ზაქაიძე, ვახტანგ ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი კონფლიქტის ზონაში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, იზრუნონ ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ქარტია ასევე მიმართავს ცხინვალში მომუშავე კოლეგებს, დაინტერესდნენ შექმნილი ვითარებით.
წყარო: qartia.org.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)