შიდა ქართლი. 16 აპრილს, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, გორის რაიონის სოფელ ყელქცეულის სკოლაში გენდერის თემაზე სემინარი ჩაატარეს. განიხილეს რას ნიშნავს გენდერი და სქესი, ასევე ისაუბრეს გენდერულ სტერეოტიპებზე და გენდერულ თანასწორობაზე.
შეხვედრა გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორია გორის ინვალიდთა კლუბი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში