თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რელიგიათა კლუბის წევრებისთვის მეექვსე ლექცია გაიმართა. იგი კათოლიკე ქართველების თემატიკას მიეძღვნა. ლექცია სოფო ზვიადაძემ წაიკითხა. გარდა ამისა, კლუბის წევრები შეხვდნენ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს, მან ახალგაზრდებს კათოლიკე კოკოჩაშვილებზე ესაუბრა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში