en
ge

„ბიზნესსაკონსულტაციო ქსელმა - საქართველომ“ უმასპინძლა დელეგაციას ესტონეთიდან

თბილისი. 13-17 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტების მიერ დაარსებულმა „ბიზნესსაკონსულტაციო ქსელმა - საქართველომ” (BNCG) უმასპინძლა დელეგაციას ესტონეთიდან სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დელეგაცია, რომელიც შედგებოდა 6 პირისგან (ექსპერტები/სოც. საწარმოების წარმომადგენლები), შეხვდნენ საქართველოში სოციალური საწარმოების განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს, მათ შორის: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს, CSRDG-ის, People in Need-ს და სხვა ორგანიზაციებს. დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ 10-მდე სოციალურ საწარმოში თბილისში და სხვადასხვა რეგიონებში. გამოცდილების გაზიარების გარდა, დაიგეგმა კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც იმუშავებენ ესტონელი პარტნიორები და „ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო”, რათა სოციალური მეწარმეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს საქართველოში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)